Monday, July 11, 2016

პრეზენტაცია

მეშვიდე მოდულის რეფლექსია

ეს მოდული საინტერესოა იმ მხრივ რომ აქ კარგად ჩანს, რომ კითხვების დასმა ეფექტური სწავლების შემადგენელი ნაწილია. კარგი კითხვები გვეხმარება წინა გაკვეთილებთან და ჩვენს ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან აზრიანი კავშირების გაბმაში. ასევე, მასწავლებლის ქცევა, საკლასო გარემო და სასწავლო პროექტის განხორციელების სტრატეგიები მნიშვნელოვანია მოსწავლეზე ორიენტირებული გაკვეთილის წარმართვაში.

მეექვსე მოდულის რეფლექსია

    მოცემული მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელისა და დიფერენცირებული სწავლების როლი და ურთიერთდამოკიდებულება რამდენიმე თვალსაზრისით. კერძოდ, მოსწავლეებმა სწავლის პროცესში აქტიური როლი უნდა იკისრონ.
ასევე, საინტერესოა დიფერენცირებული სწავლების ოთხი სახე:
  • შინაარსი
  • პროცესი
  • პროდუქტი
  • სასწავლო გარემო

  მოდული ნამდვილად ბევრის მომცემია.

მეხუთე მოდულის რეფლექსია

 მიმდინარე მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები, რამდენიმე თვალსაზრისით მომეხდინა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის და შეფასების გეგმის ანალიზი.

ჩემი სავარჯიშო პორტფოლიო

დააჭირეთ აქ და დაათვალიერეთ ჩემი პორთფოლიო
ჩემი პორტფოლიო