Thursday, July 14, 2016
Monday, July 11, 2016
მეშვიდე მოდულის რეფლექსია
ეს მოდული საინტერესოა იმ მხრივ რომ აქ კარგად ჩანს, რომ კითხვების დასმა ეფექტური სწავლების შემადგენელი ნაწილია. კარგი კითხვები გვეხმარება წინა გაკვეთილებთან და ჩვენს ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან აზრიანი კავშირების გაბმაში. ასევე, მასწავლებლის ქცევა, საკლასო გარემო და სასწავლო პროექტის განხორციელების სტრატეგიები მნიშვნელოვანია მოსწავლეზე ორიენტირებული გაკვეთილის წარმართვაში.
მეექვსე მოდულის რეფლექსია
მოცემული მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელისა და დიფერენცირებული სწავლების როლი და ურთიერთდამოკიდებულება რამდენიმე თვალსაზრისით. კერძოდ, მოსწავლეებმა სწავლის პროცესში აქტიური როლი უნდა იკისრონ.
ასევე, საინტერესოა დიფერენცირებული სწავლების ოთხი სახე:
ასევე, საინტერესოა დიფერენცირებული სწავლების ოთხი სახე:
- შინაარსი
- პროცესი
- პროდუქტი
- სასწავლო გარემო
მოდული ნამდვილად ბევრის მომცემია.
მეხუთე მოდულის რეფლექსია
მიმდინარე მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები, რამდენიმე თვალსაზრისით მომეხდინა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის და შეფასების გეგმის ანალიზი.
Friday, July 8, 2016
მეოთხე მოდულის რეფლექსია
გადავხედე სასწავლო პროექტის გეგმას გავაკეთე პრეზენტაცია. გავაანალიზე პორტფოლიოს შეფასების სქემა. ძალიან საინტერესოდაა მოცემული მაღალი სააზროვნო დონისა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და ტექნოლოგიების ეფექტურად და ადეკვატურად გამოყენება.
Tuesday, July 5, 2016
მესამე მოდულის რეფლექსია
ეს მოდული დამეხმარა დავფიქრებულიყავი რა გავლენა შეიძლება
ქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე კერძოდ
როგორ გამოვიყენებ ინტერნეტს სწავლებისა და სწავლის პროცესის ხელშეწყობისთვის როგორ
ვუზრნველყოფ ინტერნეტის პასუხისმგებლობით და კომპეტენტურ გამოყენებას. როგორ გამოვიყენოთ მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა
საავტორო უფლებებით დაცული მასალები სამართლებლივი ჩარჩოს დაცვით.
Monday, July 4, 2016
მეორე მოდულის შეფასება
ეს
მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა სტანდარტების, მიმართულების მიმცემი
საკვანძო კითხვების ან განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება
რამდენიმე თვალსაზრისით...გავიაზრე თემა ,შევუსაბამე სტანდარტებს,გავეცანი მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების პრეზენტაციას, გავაანალიზე თუ როგორ უნდა დავსვა ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.
პირველი მოდულის რეფლექსია
ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში. წავიკითხე სახელმძღვანელო, შევქმენი საქაღალდე, შაბლონი, ბლოგი, გავეცანი ინტელის პროგრამას. ამ მოდულში კარგადაა ფორმულირებული მიმდინარე შეფასებები და მიზანმიმართული, ავთენტური დავალებები.
Subscribe to:
Posts (Atom)